რეზონანსი
04.08.2026

სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 3 აგვისტოს გამოცემული დადგენილების თანახმად, განისაზღვრა ბავშვების ექვსი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

ა) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;

ბ) ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;

გ) განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;

დ) ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;

ე) განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

ვ) 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

პროგრამის ბენეფიციარებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, უსასყიდლოდ გადაეცემათ დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის ტანსაცმელი.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ პროგრამის ბენეფიციარისთვის გადასაცემი სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება: ბიჭისთვის - 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან; გოგოსთვის - 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×