რეზონანსი
04.08.2026

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე აცხა­დებს, რომ ეკ­ლე­სი­ას უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არას­დროს და­უ­წე­სე­ბია რა­ი­მე სა­ხის შე­ზღუდ­ვა და ამ თე­მა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მისი თქმით, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბი რე­ა­ლო­ბას აც­დე­ნი­ლია და სა­ბო­ლო­ოდ ფაქ­ტე­ბი თა­ვად გას­ცემს ყვე­ლა კი­თხვას პა­სუხს. დე­კა­ნოზ­მა კი­დევ ერთხელ გა­უს­ვა ხაზი, რომ ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით მსგავ­სი აკ­რძალ­ვა ან შე­ზღუდ­ვა არას­დროს და­წე­სე­ბუ­ლა.

"სი­მარ­თლე გა­ცხად­დე­ბა და თა­ვად ამ­ხელს მათ, ვინც სცა­და, ეს უბე­დუ­რი და სამ­წუ­ხა­რო, მგრძნო­ბი­ა­რე ამ­ბა­ვი ეკ­ლე­სი­ის და­საკ­ნი­ნებ­ლად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. არას­დროს ეკ­ლე­სი­ას უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ადა­მი­ან­თათ­ვის რა­ი­მე შემ­ზღუ­და­ვი ნორ­მა არ და­უდ­გე­ნია და ეს ყვე­ლამ იცის," - ამ­ბობს „ფორ­მუ­ლას­თან" სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქარ­თველ ჯა­რის­კაცს ზაალ ლა­ტა­რი­ას, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ერ­და­ეც­ვა­ლა, და­წე­რა, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში მის დას­ვე­ნე­ბა­ზე უარი უთხრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×