რეზონანსი
05.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას „პეტრიოტის“ ტიპის დამატებითი რაკეტების გადაცემის შესახებ უარით უპასუხა. ინფორმაციას „ფაინანშელ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული საუბარი გასულ კვირას ვაშინგტონში, თეთრ სახლში შედგა. როგორც მოლაპარაკებებში მონაწილე წყარომ გამოცემას განუცხადა, ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა, რომ უკრაინისთვის დამატებით რაკეტები გადაეცა, თუმცა ამერიკული მხარისგან უარი მიიღო.

წყაროს ცნობით, ტრამპმა გადაწყვეტილების მიზეზად აშშ-ის მარაგების სიმცირე დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს რაკეტები საჭიროა ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკული ობიექტების დასაცავად ირანთან მიმდინარე ომის პირობებში.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, უკრაინა „პეტრიოტის“ წარმოების ვარიანტსაც განიხილავს და ამერიკელებისგან შესაბამისი ლიცენზიის მოპოვებას ცდილობს.

კიევი ამტკიცებს, რომ საკუთარი წარმოების დაწყება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა რაკეტების მწვავე დეფიციტს და გააძლიერებდა უკრაინის შესაძლებლობას რუსული საჰაერო თავდასხმებისგან თავი დაეცვა.

თუმცა, ექსპერტების განცხადებით, ლიცენზიის გაცემის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს, სანამ პირველი წარმოებული რაკეტა საწარმოო ხაზიდან გამოვა.

აშშ-ის ელჩმა ნატოში მეთიუ უიტაკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ „გრძელვადიანი წარმოების შეთანხმება ამ ზამთრამდე არ იქნება მიღწეული“, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×