რეზონანსი
05.08.2026

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ აშშ-ში უკრაინის ყოფილ ელჩს ოლგა სტეფანიშინას ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლო ახლა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სტეფანიშინას ადვოკატებმა სასამართლოს სხდომების დახურვის შუამდგომლობით მიმართეს. კონკრეტულად, რისთვის ედება ბრალი ყოფილ დიპლომატს, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტეფანიშინა თანამდებობიდან 3 აგვისტოს გაათავისუფლა.

როგორც მედია იუწყება, 2025 წლის ივლისში უკრაინის სპეციალიზებულმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სტეფანიშინას მიერ, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. მაშინ ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. თუმცა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო წერდა, რომ სტეფანიშინა ბოროტად იყენებდა თანამდებობას. მედია იუწყებოდა, რომ დიპლომატი დედის ბინით სარგებლობდა ისე, რომ ეს ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ ჰქონდა. გარდა ამისა, „უკრაინსკაია პრავდამ“ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ დიპლომატმა ხელში ჩაიგდო კიევში მდებარე ოთხი ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის პროფკავშირების სასახლე მაიდანზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×