რეზონანსი
05.08.2026

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 24-25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.

უწყების თანახმად, ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება.

ცნობისთვის, 5 აგვისტოს საქართველოში ელექტროენერგია სისტემურად გაითიშა. ეს რიგით მესამე შემთხვევაა, 24-25 ივლისს დაფიქსირებულის შემდეგ.

შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა. შეფერხებები 25 ივლისსაც დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით სემეკი ადმინისტრაციულ მოკვლევას აწარმოებს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×