რეზონანსი
05.08.2026

ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.

ომის მონაწილე მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც აფხაზურ მხარესთან დაღუპულთა, ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გაცვლის მიზნით გუდაუთაში იმყოფებოდა.

მალხაზ თოფურია იხსენებს კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც სოხუმში დაბრუნების შემდეგ მოხდა. მისი თქმით, პირველ არხზე იხილა იმ დროს დეპუტატ გიორგი ბარამიძის ინტერვიუ სოხუმის აეროპორტიდან, სადაც ის ტყვეთა გაცვლის პროცესში საკუთარ „სირთულეებსა და დამსახურებაზე“ ჰყვებოდა.

“93 წლის მარტის მეორე ნახევარია, სისხლის სუნი დგას მთელ აფხაზეთში 16 -17 მარტის აფხაზთა კონფედერატთა და რუსთა შემოტევა სოხუმზე კრახით დასრულდა სეპარატისტებისთვის, რამდენიმე ასეული ქართველი მებრძოლი დაეცა სოხუმის დაცვისას. მოწინააღმდეგე მხარეს დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენ დანაკარგებს, ბევრი ტყვე და გვამი რჩება სოხუმში,

სიტუაცია მოითხოვს სასწრაფოდ ამოქმედდეს ტყვეთა, გვამთა (დიახ, ესაც ომის მწარე რეალობაა) და აქეთ-იქით ჩარჩენილი მშვიდობიან მოსახლეთა გაცვლის ამოქმედებას....

მე გუდაუთაში მიშვებენ ამ გაცვლის კომისიის ფარგლებში, თან მომყვება "საღამო მშვიდობისას" ჟურნალისტი, ქალბატონი ირინა გოგოსაშვილი....

არანაირი გარანტია იქიდან ცოცხლად დაბრუნების... ყოველ მეორე სახლში დაღუპულის გასვენება და გამწარებული ჭირისუფლები (ხშირ შემთხვევაში ცარიელი სასახლეებით). მოხერხდა ბევრი სასიკეთო რამ 300-300 მშვიდობიანი მოსახლე, ძირითადად, მოხუცები, გვამები ყველა ყველაზე, ასევე ტყვეებიც ყველა ყველაზე გადაიცვალა... სამართლიანობა ითხოვს ამ კეთილ საქმეში ქართული მხრიდან პაატა ზაქარეიშვილის დაუღალავი და უანგარო შრომის აღნიშვნას და აფხაზებიდან ბესლან კობახიასი......

რა ჯოჯოხეთი გამოვიარე იქ ყოფნისას და რა არაადამიანობებს ან პირიქით, რა ამღლებულ ღირსებით სავსე ადამიანებს (სხვადასხვა ეთნოსის) გადავაწყდი იქ, ამის აღწერას აქ არ დავიწყებ...

ორი კვირის შემდეგ, დავბრუნდი (დავბრუნდი დანევროზებული, სიგიჟის ზღვარზე). იქ ყოფნა ჩემთვის ომზე ბევრად უარესი აღმოჩნდა. დაბრუნების დღეა, ბოლო 150 ქართველიც ჩამოვიყვანეთ გემით, ჩვენს (ქართულ) შტაბში ვარ, ცხონებულ სოსო მარგიშვილთან, ტელევიზორს მივჩერებივართ, გვაინტერესებს როგორ გაშუქდა ......

1-ელ არხზე (მეტი არც იყო მაშინ) აჩვენებენ გამოწკეპილ-გამოპრანჭული დეპუტატ გიორგი ბარამიძეს სოხუმის აეროპორტში (იმ დღეს ჩამოფრინდა), ინტერვიუს იძლევა, თუ რა სირთულეები გადახდა ამ ადამიანების გაცვლისას, რაც გაიცვალა.... სიმწრით მეღიმება, მაგრამ არ ვბრაზდები, სოსო ბრაზდება, აეროპორტის კომენდატურაში რეკავს და სთხოვს ბიჭებს ბარამიძე შტაბში მოათრიონ... მოათრიეს!

არ გცხვენია? ნამუსი სულ არა გაქვს? ამან რაღა თქვას, ხელს იშვერს სოსო ჩემსკენ...

კარგით რა, ბიჭებო (ჩაჯ**ლი ხმით), თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მე კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი.....

პ.ს. 35 წელი გავიდა. არაფერი შეცვლილა, ის ისევ კარიერისთვის იღვწის, მეც ისევ ისე ვარ). ტყვეებს ვცვლიდიო ამ ნაბიჭვარმა, ქართველები რომ ხვრეტდნენ, იმ ტყვეებსო”, - წერს მალხაზ თოფურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×