რეზონანსი
06.08.2026

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დამ, ეკა კუ­პა­ტა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტის, ნია იმ­ნა­ძის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და. ეკა კუ­პა­ტა­ძის თქმით, მას მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ საქ­მე­ში კი­დევ ერთი ფი­გუ­რან­ტის ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბაც მოხ­დე­ბა.

„წარ­მო­უდ­გენ­ლად ცუ­დად ვარ. ჩემი აზ­რით, ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლიც იყო, „ლა­ივ­ში“ ვუ­ყუ­რე, და­ი­ჭი­რეს თუ არა, არ ვიცი, შე­წყვი­ტა ად­ვო­კატ­მა „ლა­ი­ვი“. ბე­რუ­აშ­ვილ­საც და­ი­ჭე­რენ, ჩემი აზ­რით. გი­გას უშუ­ა­ლო მკვლე­ლებს სხვას არა­ვის ვე­ლო­დი ნიას და ბე­რუ­აშ­ვი­ლის გარ­და.

ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. გან­სა­კუთ­რე­ბით, ლე­კიშ­ვი­ლი რომ ამ­ბობს : „რომ არ მომ­კვდა­რი­ყო, კლი­ნი­კა­ში წა­იყ­ვა­ნე­თო“- გა­მომ­ძი­ე­ბელს ეუბ­ნე­ბა. ჯერ ერთი, არც არა­ვინ კვდე­ბო­და! 7 მა­ისს სა­სა­მარ­თლო­დან რომ წა­იყ­ვა­ნეს [ნია იმ­ნა­ძე] მა­გა­ზე ჰქონ­და სა­უ­ბა­რი. მე­ო­რეც, ჩემი შვი­ლი მი­ა­ტო­ვეს! მი­აგ­დეს, რომ მომ­კვდა­რი­ყო! ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო, სპე­ტა­კი და გე­ნი­ო­სი შვი­ლი. ჯან­მრთე­ლი და ჯან­სა­ღი შვი­ლი. მისი დე­დის [ნია იმ­ნა­ძის] ჩხა­ვი­ლიც მო­ის­მი­ნეთ ალ­ბათ. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ზე­წარ გა­და­ფა­რე­ბუ­ლი შვი­ლი არ უნა­ხავს“, - გა­ნა­ცხა­და კუ­პა­ტა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×