რეზონანსი
06.08.2026

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა, ეკა კუ­პა­ტა­ძე მისი შვი­ლის საქ­მე­ზე კი­დევ ორი ეჭვმიტანილის და­კა­ვე­ბას. ეკა კუ­პა­ტა­ძე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში მხარ­და­ჭე­რის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბას უხ­დის:

"სა­ქარ­თვე­ლოვ, მად­ლო­ბა ამ გი­ჟურ ომში თა­ნაბ­რძო­ლის­თვის!

თეთ­რად გა­ვა­თე­ნე, “ფე­ის­ბუქ­ში” ვერ შე­ვე­დი, თუმ­ცა­ღა გა­ვი­გე, რომ „ნი­ა­კოს“ დამ­ცვე­ლე­ბი გას­ჩე­ნია.

ლე­კიშ­ვი­ლის მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია — თქვენ მის ან­კესს ნამ­დვი­ლად წა­მო­ე­გეთ. ვინც ვერ ერ­კვე­ვით, გან­გი­მარ­ტავთ: სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის მე-17 მუხ­ლის მი­ხედ­ვით: „თუ არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ პირ­მა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, მას ბრალ­დე­ბა უნდა წა­რედ­გი­ნოს“, ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბას კი, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით ხდე­ბა, „დე­დის“ ტანტრუ­მი ვერ უშ­ვე­ლის.

ჩემ­თვის ნია იმ­ნა­ძე „არაშ­რუ­ლჭ­ლო­ვა­ნი“ კი არა, მკვლე­ლია.

დიახ, მე ვარ სუ­ბი­ექ­ტუ­რი, მაგ­რამ 10 თვეა ვცდი­ლობ, თავი ხელ­ში ავიყ­ვა­ნო და ობი­ექ­ტუ­რად შე­ვა­ფა­სო მოვ­ლე­ნე­ბი.

იმ­ნა­ძე-ნავ­რო­ზაშ­ვი­ლე­ბი არი­ან მა­ნი­პუ­ლა­ტო­რე­ბი. სწო­რედ ასე­თი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით მო­აკ­ვლე­ვი­ნეს სის­ხლის­მსმელ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს და გი­ორ­გი რი­კა­ძეს ჩემი სპე­ტა­კი შვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბის ამ­სახ­ველ კად­რებს, მე ვფიქ­რობ, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ერთი და იგი­ვე კად­რე­ბი ნახა. მე ვნა­ხე ნია იმ­ნა­ძის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი ლე­კიშ­ვი­ლის პირ­და­პი­რი ჩარ­თვა, სა­დაც ჩან­და თა­მუ­ნა ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის ის­ტე­რი­კე­ბის ფონ­ზე წყნა­რად მდგა­რი პო­ლი­ცია და ში­ლა­კწას­მულ თი­თებ­ში მშვი­დად თავ­ჩარ­გუ­ლი „ნი­ა­კო“, რო­მელ­საც ად­ვო­კა­ტი დრო­დად­რო თავ­ზე უს­ვამ­და ხელს.

სხვა კად­რე­ბი თუ არ­სე­ბობს, ჩა­მიგ­დეთ. ძა­ლას მო­ვიკ­რებ და ამ ვი­დე­ოს ანა­ლიზს დავ­დებ მათ­თვის, ვი­საც იქ მხო­ლოდ ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის ჩხა­ვი­ლი ეს­მის და ანა­ლი­ზი არ შე­უძ­ლია.

ისე, ჩემ­თვის ნავ­რო­ზაშ­ვი­ლის ჩხა­ვილ­ზე მძი­მე მო­სას­მე­ნი 2 დღის წინ, შუ­ა­ღა­მით, გი­გას საფ­ლავ­ზე ნი­კას ზლუ­ქუ­ნი იყო: „გიგა მე­ნატ­რე­ბა, დეეე, მინ­და შე­ვე­ხო, ამოვ­თხა­როთ, რა“. ვი­საც გგო­ნი­ათ, რომ არას­წორს ვამ­ბობ და ამ წი­ნა­და­დე­ბით უბ­რა­ლოდ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვძა­ლა­დობ თქვენ­ზე, კა­მე­რის ჩა­ნა­წერს ჩა­გიგ­დებთ პი­რად­ში და მო­ის­მი­ნეთ.

გიგა ავა­ლი­ა­ნის სა­მარ­თა­ლი დად­გე­ბა სრულ­ყო­ფი­ლად!ვფი­ცავ გიგა ავა­ლი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს!”, - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×