რეზონანსი
06.08.2026

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დედა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება, 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკაში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც კლინიკის ერთ-ერთმა სანიტარმა, ამავე კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც, ახალშობილის მოკვლის განზრახვით, მას სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკში მოათავსა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც, ახალშობილის მოკვლის განზრახვით, მას სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკში მოათავსა.

ახალშობილს, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკის სამედიცინო პერსონალმა გადაუდებელი და კომპლექსური სამედიცინო დახმარება გაუწია, თუმცა მიღებული დაზიანებების სიმძიმის გამო, იგი 27 მარტს, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობის შემდეგ უმალვე) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×