რეზონანსი
06.08.2026

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტ საქმეს ემსახურება, რადგან 2008 წლის ომი, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგი მოუტანა, დიდწილად მათ სინდისსა და ნამუსზეა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, 2008 წლის ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და ამის ფონზე მათი შემდგომი ნაბიჯები რუს ტურისტებთან ხელგაშლილი დახვედრა და აქტიური პროპაგანდა იყო, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ.

„მათ რუსოფობობას ოდნავადაც ვერ შეატყობდით, მაგრამ როცა უკრაინაში ომი დაიწყო და მათი პატრონების გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ მთავარი ძალისხმევა რუსოფობიის გაძლიერება იყო, ისინი ამ ყველაფერს მარტივად შეუერთდნენ. ფაქტები ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პატრონების დაკვეთით ყველაფერს აკეთებს, მათ არც მორალი, სტანდარტი, პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული არ გააჩნიათ. როცა 2008 წლის ომის შემდეგ არ გიჩნდება სურვილი, რომ ის შედეგები გააპროტესტო, რაც ომის შემდეგ მივიღეთ, მაგრამ ანტირუსულ კამპანიას უკრაინის ომის შემდეგ აძლიერებ, ვხვდებით, რომ მათთვის პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული ფარსია“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×