რეზონანსი
06.08.2026

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებული "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი, გივი წულეისკირი და იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 

მოსამართლე თამარ მახარობლიძისგადაწყვეტილებით, გივი წულეისკირს 12 წლით პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო სოფო პეტრიაშვილს 8 წლით. 

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი 10 ნოემბერს დააკავეს, ხოლო 4 თებერვალს სოფიკო პეტრიაშვილი. 

დაკავებულია "სფერო ინვესტის" დირექტორი, ძებნილი გიორგი მურუსიძეც, ის საზღვარგარეთ აიყვანეს.  

პროკურატურის ცნობით, "ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს". 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×