რეზონანსი
06.08.2026

უეფამ Sky News-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის მოსახსნელად „პირობები დაკმაყოფილებული არ არის“ და ჯანი ინფანტინოს მიმართ ნდობა კვლავ დაბალია, იმის მიუხედავად, რომ ფიფას პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა და მსოფლიო ჩემპიონატის გასხვისების გეგმა უკან გაიწვია.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეჭვქვეშ დააყენა იმ ერთობლივი განცხადების სანდოობა, რომელიც ფიფამ გუშინ მაროკოში გამართული გადაუდებელი შეხვედრის შემდეგ გაავრცელა და სადაც აღნიშნული იყო, რომ მმართველობის საბჭოს წევრები მას „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებენ.

ეს ბოიკოტი ეჭვქვეშ აყენებს ევროპული გუნდების მონაწილეობას ფიფას მომდევნო ტურნირზე, რომელიც მომავალ თვეს გაიმართება - პოლონეთში დაგეგმილ 20 წლამდე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე.

Sky News-ისთვის მიცემულ განცხადებაში უეფამ აღნიშნა:

უეფას წევრი ასოციაციების პოზიცია ფიფას ტურნირებში მონაწილეობაზე უარის თქმის პირობებთან დაკავშირებით სრულიად მკაფიო იყო.

პირველი: მსხვილი ტურნირების გასხვისების წინადადებების უკან გაწევა; და მეორე, გაცემულიყო გარანტიები, რომ ფეხბურთის ასე დამახინჯების მცდელობები აღარასდროს განმეორდება.

ეს პირობები დაკმაყოფილებული არ არის. გარდა ამისა, შაბათს გავრცელებულ განცხადებაში უეფამ სრულიად ნათლად განაცხადა, რომ დაკარგა ნდობა ჯანი ინფანტინოს საპრეზიდენტო მმართველობის მიმართ. ეს პოზიცია უცვლელი რჩება.

გუშინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფიფას პრეზიდენტის მიერ დაქირავებული ზოგიერთი პირი (რომელთა კარიერაც მის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული) მას ეთანხმება, არაფერს ცვლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×