რეზონანსი
07.08.2026

გიორგი ბარამიძემ, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, მწვავე გამოხმაურებების შემდეგ, განმარტება გააკეთა. თუმცა, პოლიტიკოსი ვიდეო მიმართვაში იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს. ბარამიძის თქმით, მომხდარი არა ქართული ჯარის დანაშაული, არამედ ომის დროს ბუნებრივი მოვლენაა, როცა გამწარებული ხალხი ტყვეებს არ ინდობს.

„როდესაც მოწინააღმდეგე მხარე გვთხოვდა, რომ ჩვენც გადაგვეცა ვიღაცა, ჩვენ არ გვყავდა ტყვეები და ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ჩვენები ხვრეტდნენ-თქო, ანუ ჩვენები არ ინდობდნენ მტერს და ეს ბუნებრივია ომის დროს. მე ვთქვი ის, რაც სიმართლეა, რაც მე ვიცოდი და იმიტომ ვიცოდი, რომ მე ვიყავი ამ საქმით დაკავებული“, - განაცხადა ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×