რეზონანსი
07.08.2026

ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.

გელოვანის თქმით, მსგავსი განცხადებები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

„სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი ვიღაც, საინტერესოა, ვინ დახვრიტა?! თვითონ კონკრეტულად, ვინ, როდის, სად დახვრიტეს, რატომ არ ამბობს მაგას? პირდაპირ სამარცხვინო განცხადება რომ გააკეთა და არ ამბობს იმას, როდის რა მოხდა. ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“, - აღნიშნა გელოვანმა.

გიორგი ბარამიძემ, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, მწვავე გამოხმაურებების შემდეგ, განმარტება გააკეთა. თუმცა, პოლიტიკოსი ვიდეო მიმართვაში იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს. ბარამიძის თქმით, მომხდარი არა ქართული ჯარის დანაშაული, არამედ ომის დროს ბუნებრივი მოვლენაა, როცა გამწარებული ხალხი ტყვეებს არ ინდობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×