რეზონანსი
07.08.2026

ჟურნალისტის კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ, რატომ არ იყო მკაცრი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ მაშინ საქართველო ქვეყნის ღირსებას იცავდა.

„არა მხოლოდ მკაცრი, საქართველო იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა ასპარეზზე“, - აღნიშნა ფარულავამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×