რეზონანსი
07.08.2026

დედაქალაქში კამპანიური ხასიათის დასუფთავების აქციები გრძელდება. ამჯერად, „თბილსერვის ჯგუფმა“ მორიგი ღონისძიება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა.

აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, კომპანიის თანამშრომლებთან, სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან მამუკა ხაბარელთან და ვაჟა კოკაიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას, ასევე, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდნენ.

კამპანიის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა. დასუფთავების მასშტაბური ღონისძიებები დედაქალაქის ყველა რაიონში  ეტაპობრივად ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×