რეზონანსი
08.08.2026

გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მას დააკავებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა დაწყებული. ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას პროპაგანდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს. „თუ უნებლიედ გული ვატკინე ვინმეს, ბოდიშს ვუხდი“ - დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.   

„ქოცური პროპაგანდა, რა ქოცური პროპაგანააა, რომ არ მოიტყუოს და სიტყვა კონტექტიდან არ ამოგლიჯოს?! კი, ნამდვილად ვახსენე სიტყვა „დახვრეტა“, მაგრამ ადამიანი ომში, როცა ოჯახი გყავს ამოწყვეტილი, მეგობარი, მამა თუ დედა, დახვრიტავ, ესვრი, მოკლავ... სამწუხაროდ, ომში ეს ხდება. ეს ვთქვი მე, რომ პირველ პერიოდში განსაკუთრებით, ქაოსი იყო. მოხალისეები, „მხედრიონი“, სხვები. ეს სიტუაცია იყო და ეს რა დასამალია. რა შუაში იმასთან, რასაც კუდი მოაბეს, თითქოს მე ვადანაშაულებ ზოგადად საქართველოს, ქართულ ჯარს, ქართულ სახელმწიფოს და ეს თითქოს რაღაცნაირად ცუდად დაგვიტრიალდება ჩვენ სადმე. თითქოს ვიღაცეებს ვიყვანდით, გვერდზე გაგვყავდა და ვხვრეტდით. ასეთი რამ არ მითქვასმს, ეს არის ტყუილი, ეს არის ცილისწამება და ეს არის ის რუსულ-ქოცური პროპაგანდა, რომ საქართველოს პარტიოტს ამ მართლა მოღალატეებმა დაუძახონ, შენ ხარ მოღალატე და თურმე თავი უნდა ვიმართლო, რომ მოღალატე არ ვარ“, - თქვა ბარამიძემ. 

გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლებით აწარმოებს. გამოძიების დაწყება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მოითხოვა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×