
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის ჩრდილოეთით, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 12 წლის გოგონა დაიღუპა. ტრაგედიამ ასევე ხუთი მასწავლებლის სიცოცხლე შეიწირა, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ინციდენტად ითვლება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 12 წლის სკოლის მოსწავლე გოგონა მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, რაც ამ თავდასხმის დროს ბავშვის დაღუპვის პირველი დადასტურებული შემთხვევაა. სკოლის მოსწავლის გარდაცვალების შემდეგ, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა რვამდე გაიზარდა, მათ შორის, სავარაუდო მსროლელის ბებია-ბაბუაც არიან.
ცნობისთვის, პარასკევს დილით, 14 წლის ეჭვმიტანილი ნონთაბურის დებისირინის სკოლაში შეიჭრა, სადაც თავადაც სწავლობდა. თავდასხმის შემდეგ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიციის ცნობით, სკოლაში შეჭრამდე, მოზარდმა ბებია-ბაბუა სახლში მოკლა, სადაც თავადაც ცხოვრობდა. შემთხვების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა.