რეზონანსი
09.08.2026

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაზე მხარეები პირველ კომენტარებს აკეთებენ. ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ამბობს, რომ დარღვევები ყველა ურთიერთგაგების მემორანდუმში ხდება.

მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ბრძოლის ნაცვლად, მოლაპარაკებების გამართვაა საჭირო. ირანის პრეზიდენტი შეთანხმების დარღვევაში შტატებს ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ სწორედ ოფიციალურმა ვაშინგტონმა არ დაიცვა ისლამურ რესპუბლიკასა და ომანს შორის დადგენილი პრინციპები, რასაც თეირანმა ცეცხლით უპასუხა.

"ნებისმიერ შემთხვევაში, დარღვევები ყველა ურთიერთგაგების მემორანდუმში ხდება. უნდა შექმნილიყო გუნდი, რომელიც დარღვევებს მოაგვარებდა და არა ბრძოლას გააგრძელებდა. ღმერთმა ქნას, მივაღწიოთ იმ წერტილს, სადაც შევძლებთ ამ „არც ომის და არც მშვიდობის" მდგომარეობიდან გამოსვლას. დარღვევები იყო ჰორმუზის სრუტეში, რადგან, ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, აშშ-ს უნდა ემოქმედა ისლამურ რესპუბლიკასა და ომანს შორის დაწერილი პრინციპების მიხედვით, მაგრამ ისინი არ დაემორჩილნენ მას. ჩვენ ვუპასუხეთ, რის შემდეგაც შეტაკებები დაიწყო", - აცხადებს პეზეშკიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×