რეზონანსი
09.08.2026

რატომ იქცა რუსეთი ომის დამნაშავედ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ქართული მიწა იბომბებოდა და ქვეყანაში დამანგრეველი შედეგი დადგა? უკვე მეექვსე დღეა, ერთიანი პოზიცია არ აქვს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". ნაწილი დუმს, ნაწილი უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, დანარჩენები კი ხელს ევროპისკენ იშვერენ და რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებას სწორედ ევროპულ ძალებს აბრალებენ.

მმართველი გუნდისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიციისთვის მთავარი ვალდებულება გარე დავალებების ზედმიწევნით შესრულებაა.

"რადიკალები სრულად გარედან იმართებიან. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ საკუთარ ქვეყანაზე თავდასხმის შემდეგ, ისინი ხელგაშლილი ხვდებოდნენ რუსებს, რუს ტურისტებს, რუსულ ინვესტიციებს და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რუსეთიდან სარგებელი მიეღოთ. ეს მაშინ სწორედ მათი პატრონების დაკვეთა იყო, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ სრულმასშტაბიანი, აგრესიული ზიზღის კამპანია ეწარმოებინათ რუსების მიმართ. სწორედ ამ დღის წესრიგის ნაწილი გახდა "ნაციონალური მოძრაობა" და მისი დანაყოფები. რას გვაჩვენებს ეს? იმას, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება მათი მორჩილება უცხოელი პატრონებისადმი და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი არა ქართველი ხალხის, არა ქართული სახელმწიფოს ინტერესებით, არამედ სრულიად სხვა ინტერესებით მოძრაობენ", - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×