რეზონანსი
09.08.2026

მოლდოვის შტეფან-ვოდეს რაიონში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ადგილზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტყობინება ინციდენტის შესახებ პოლიციაში დაახლოებით 13:20 საათზე შევიდა.

წინასწარი მონაცემებით, ადგილზე საბრძოლო დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სამართალდამცველებმა აღნიშნეს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების სპეციალისტები გაემგზავრნენ.

5 აგვისტოს მოლდოვის კაგულის რაიონის სოფელ ვალენის სიახლოვეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატის, „გერან-2-ის" ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×