რეზონანსი
10.08.2026

სერბეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. ოფიციალური ბელგრადის პოზიცია პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და სანქციების თავის არიდების გამო ქვეყნის მიმართ გააქტიურებულ კრიტიკას უპასუხა.

„სერბეთი რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციებს არ მიუერთდება. თვეების განმავლობაში მეუბნებოდნენ, როგორც ჩავახუტე სერბეთი პუტინს, როგორ გახდა სერბეთი რუსეთის კოლონია. მთელი ჩემი ცხოვრება დავუთმე და მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი, იმისთვის რომ სერბეთმა სუვერენული და დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს, ასე რომ ისინი მიზეზს ეძებენ არა პოლიტიკური კრიტიკისა და თავდასხმისთვის, არამედ სერბეთის წინააღმდეგ სასტიკი და უაზრო კამპანიისთვის. მიპასუხეთ - დავუწესეთ რუსეთს სანქციები? არა. რა დავკარგეთ? აბსოლუტურად არაფერი“, - აცხადებს ვუჩიჩი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×