რეზონანსი
10.08.2026

ომის დროს აზერბაიჯანმა ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფეზეშქიანმა ბაქოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა და განსაკუთრებით აღნიშნა აზერბაიჯანის დახმარება ომის პერიოდში. მისი თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ აღდგა სატრანსპორტო მარშრუტები, ასევე განახლდა ირანის ბანკისა და საელჩოს მუშაობა.

„ომის დროს ისინი მნიშვნელოვნად დაგვეხმარნენ სხვადასხვა მარშრუტით - როგორც რუსეთიდან მოწოდებით, ასევე საკუთარი მარაგებით. ისინი გვეხმარებოდნენ ყველაფერში, რაც გვჭირდებოდა. ერაყზეც იგივე შეიძლება ითქვას“, - განაცხადა ფეზეშქიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×