რეზონანსი
10.08.2026

ასეთ უდროო და უადგილო დროს, ასეთ განცხადებას შეკვეთით აკეთებენ, - განაცხადა მედიასთან ომის ვეტერანმა, მალხაზ ჩემიამ, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა.

„ეს არ არის ბრიყვის განცხადება, ამ განცხადებას რუსეთი და აფხაზეთი ხომ ატრიალებს, საქართველოს სახელმწიფო და ვეტერანები მივდივართ ვამტკიცოთ, რომ აქლემები არ ვართ. მე პირადად, ორი აფხაზი დაჭრილი ტყვე ხაზთან მივიყვანე და გავუშვი. რა ს ამბობთ, რა დახვრეტა?!“, - აღნიშნა ომის ვეტერანმა.

აფხაზეთის ომის ვეტერანების გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელზეც გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მუხლებით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×