რეზონანსი
10.08.2026

ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ვხედავ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები კომპენსაციას ითხოვენ იმ ზიანისთვის, რომელიც მიადგათ ხუთთვიანი სამხედრო კონფლიქტის დროს (რომელიც იმიტომ დაიწყო, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ!), მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთან არცერთ მოლაპარაკებებსა და შეხვედრაზე ნახსენები არ ყოფილა! თუმცა, ეს საინტერესო იდეაა, რადგან ახლა მეც ვითხოვ ირანისგან კომპენსაციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მოკლეს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, ირანმა კომპენსაცია დაღუპული უდანაშაულო დემონსტრანტების ოჯახებსაც უნდა გადაუხადოს.

„ასევე, კომპენსაცია უნდა გადაუხადონ ასობით ათასი უდანაშაულო დემონსტრანტის ოჯახს, რომლებიც ირანმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მოკლა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მოკლულ 52000 ადამიანზე. ჩემს წარმომადგენლებს დავავალე, რომ ეს საკითხი ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებში მტკიცედ წამოაყენონ“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×