რეზონანსი
11.08.2026

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილს ამოჩემებული ჰყავს. 

„მოდი, მე ამ საკითხზე არ გავაკეთებ კომენტარს ერთი, მარტივი მიზეზის გამო. ამ ადამიანს, როგორც მეუბნებიან და ინტერვიუებსაც ვნახულობ ხანდახან, ვყავარ პირადად მე ამოჩემებული და რატომღაც ჰგონია, რომ მისი დანაშაული ჩემი ინსპირირებულია. ამიტომ დავანებოთ ამას თავი. რამდენად სერიოზულია ეს - მე რა ვაიძულე, წასულიყო და ჩაედინა ეს დანაშაული თუ არ ჩაედინა, თუ რა მოხდა, არ ვიცი. არ ვიცი, რა აქვს მას გონებაში. შევეცდები, ამ ადამიანის ქმედების შეფასებისა და სამართლებრივი კვალიფიკაციისგან თავი შევიკავო, რადგან ამ ადამიანს ისედაც რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი ინტერესი იყო, რომ გაქცეულიყო, დანაშაული ჩაედინა, სასამართლოს შენობა გადაეწვა ან ტერორისტული აქტი ჩაედინა. ამის შეფასებაში მე არ შევალ“, - განაცხადა მდინარაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება. თუმცა, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×