ნატალია ჯვარიძე
11.08.2026

ოფიციალურმა მოსკოვმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს დაახლოებით ერთი თვე მისცა იმისთვის, რომ საბოლოო არჩევანი გააკეთოს ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების მეორე, უფრო სასტიკ ეტაპს დაიწყებს. ამის შესახებ სომხური მედია წერს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, სომხეთის ხელისუფლებისგან დეკემბრამდე ელოდებიან ამ საკიტხზე რეფერენდუმის დანიშვნას.

ცნობები კრემლის ახალ ულტიმატუმზე გამოცემა „გრაპარაკმა" გაავრცელა თავის წყაროებზე დაყრდნობით.

„რა იგულისხმება კონკრეტულად და რას უნდა ველოდოთ ეკონომიკური სანქციებისა და ექსპორტის შეზღუდვის გარდა, ჩვენმა წყაროებმა არ იციან. მათ მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტული მაგალითი მოიყვანეს, რომლებზეც შიშით საუბრობდნენ. პირველი, სომეხი შრომითი მიგრანტების საკითხია, რომლის მკაცრად გადაჭრასაც პუტინი გეგმავს, რაც მათ ქვეყნიდან დეპორტაციას გულისხმობს.

„რა იგულისხმება კონკრეტულად და რას უნდა ველოდოთ ეკონომიკური სანქციებისა და ექსპორტის შეზღუდვის გარდა, ჩვენმა წყაროებმა არ იციან. მათ მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტული მაგალითი მოიყვანეს, რომლებზეც შიშით საუბრობდნენ.

  • „გრაპარაკი": „ჩვენმა წყარომ აღწერა, თუ რა მოხდება, თუკი რუსეთიდან სომხეთში 500 000 ჩვენი თანამემამულე იძულებით დაბრუნდება და უმუშევრად დარჩება. ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან როგორც ისინი, ისე მთელი ქვეყანა."

„პირველი სომეხი შრომითი მიგრანტების საკითხია, რომლის მკაცრად გადაჭრასაც პუტინი გეგმავს, რაც მათ ქვეყნიდან დეპორტაციას გულისხმობს. ჩვენმა წყარომ აღწერა, თუ რა მოხდება, თუკი რუსეთიდან სომხეთში 500 000 ჩვენი თანამემამულე იძულებით დაბრუნდება და უმუშევრად დარჩება. ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან როგორც ისინი, ისე მთელი ქვეყანა.

„მეორე საჰაერო სივრცის ჩაკეტვაა. ეს ნიშნავს სომხეთის მიმართულებით ფრენების შეწყვეტას, რაც გამოიწვევს ტურიზმის ვარდნასა და ავიაბილეთების მკვეთრ გაძვირებას, აღარაფერს ვამბობთ ტექნიკურ პრობლემებზე. ამის შემდეგ შესაძლოა გაზისა და სხვა საკითხების რიგიც დადგეს", - აღნიშნავს გამოცემა.

ამის პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გარიცხვით ემუქრება სომხეთს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა „ტასს"-თან ინტერვიუში განაცხადა, სომხეთმა რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილება ევრაზიის უმაღლესო ეკონომიკური საბჭოს შემდეგ სხდომამდე უნდა მიიღოს, რომელიც გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ლიდერთა მონაწილეობით წელს დეკემბერში გაიმართება.

„აშკარაა, რომ თუ იმ მომენტისთვის რეფერენდუმისკენ მოწოდება არ იქნება გათვალისწინებული, ლიდერები ამ ფაქტს მხედველობაში მიიღებენ შესაბამისი შემდგომი ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრისას", - აღნიშნა გალუზინმა.

რატომ ითხოვენ რუსები რეფერენდუმს

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსეთის მიზანია სამხრეთ კავკასიაში და კონკრეტულად სომხეთში გავლენების აღდგენა და სწორედ ამას უკავშირდება რეფერენდუმის ჩატარებაზე ულტიმატუმი.

„ფაშინიანის ხელისუფლება სულ ცდილობდა, რომ როგორმე დაებალანსებინა ვითარება, მაგრამ, როგორც ჩანს, ვითარება გართულდა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რაც ხდება დღეს რეგიონში თურქეთის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

„რა ნაბიჯებიც იდგმება რუსეთის მხრიდან, ყველაფერი ამაზეა ორიენტირებული. ხედავს, როგორ ძლიერდება თურქეთისა და აზერბაიჯანის ალიანსი. პრაქტიკულად, მოსკოვში დაახლოებით ასე შიფრავენ ამ ზანგეზურის დერეფნის ამბავს, რომ ეს არ იქნება, ვთქვათ, ამერიკული დერეფანი. რომც იყოს, ესეც ცუდია (მათთვის), მაგრამ ამაზე უარესი არის ის, რომ ეს იქნება პრაქტიკულად თურქული სამყაროს გამაერთიანებელი დერეფანი.

„აპირებდნენ, რომ თურქეთი დაეჩოქებინათ გაზისა და ნავთობის მიწოდების გაძვირებით (განსაკუთრებით გაზის მიწოდების მიწოდებით), მაგრამ ეს გეგმა ჩაუვარდათ. ამიტომ ახლა უკვე ღია შანტაჟზე და მუქარაზე გადავიდნენ", - აღნიშნა არეშიძემ.

  • მამუკა არეშიძე: „თუ სომხეთს არ ექნება დასავლეთის მხარდაჭერა, შეიძლება ისეთი სცენარი განმეორდეს, როგორიც ჩვენთან იყო 90-იანი წლების დასაწყისში".

მისივე აზრით, თუ სომხეთს დასავლეთის მხარდაჭერა არ ექნება, რუსეთის ზეწოლას ვერ გაუძლებს.

„თუ არ ექნება სერიოზული მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, ვერ გაუძლებს, რადგან საზოგადოებაც ძალიან გახლეჩილია, პრორუსული განწყობაც არის და რა თქმა უნდა, ანტირუსულიც. მიუხედავად დეკლარაციებისა, შეხვედრებისა, სხვადასხვა მაღალი დონის სტუმრების ჩასვლისა სომხეთში, სომხური საზოგადოება დაცულობას ვერ გრძნობს და ამიტომ არის ასეთ რთულ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღეს უფრო მოწყვლადია სომხეთი, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს", - თქვა მამუკა არეშიძემ.

რა მოხდება სანქციების ამოქმედების შემთხვევაში

მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ სანქციების ამოქმედება სომხეთზე გარკვეულწილად იმოქმედებს, განსაკუთრებით კი სომეხი ეროვნების მოქალაქეების მასობრივი იძლებითი დაბრუნება სომხეთში. „რეზონანსთან" საუბარში ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ამის საფუძველზე კრემლმა შიდა არეულობის და შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებაც სცადოს.

„ნუ დაგვავიწყდება სომხეთის ტერიტორიაზე რუსული დიდი სამხედრო ბაზის არსებობა, რომელიც ამ ბოლო დროის განმავლობაში ძალიან გაძლიერდა და ახალი ტექნიკით შეიარაღდა. რუსეთს ახასიათებს ასეთი რამეების კეთება - არეულობის შექმნა, დაპირისპირების შეიარაღებული ვარიანტი, რაც მოხდა, მაგალითად, საქართველოში თავის დროზე - დააპირისპირეს ერთმანეთს მხარეები და მერე უკვე სამხედრო ძალა ჩართეს. თუ სომხეთს არ ექნება დასავლეთის მხარდაჭერა, შეიძლება ისეთი სცენარი განმეორდეს, როგორიც ჩვენთან იყო 90-იანი წლების დასაწყისში", - განაცხადა არეშიძემ.

საქართველოს პოზიცია

მამუკა არეშიძის აზრით, საქართველო სომხეთს ისედაც ეხმარება, მაგრამ კარგი იქნებოდა სამხრეთ კავკასიაში რაღაც ერთიანი პლატფორმის შექმნა.

„საქართველოს რისი საშუალებაც აქვს, სომხეთს ისედაც მაქსიმალურად ეხმარება. თუმცა, ჩვენ რესურსები შეზღუდული გვაქვს.

„ერთი ვარიანტია, რომ სამივე კავკასიურმა ქვეყანამ რაღაც ერთიანი პლატფორმა შექმნან - ეკონომიკური იქნება ეს, პოლიტიკური თუ სხვა. მე ამის პერსპექტივას, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ გვინდა ჩვენი ხმა მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში უფრო აქტიურად და ხმამაღლა ისმოდეს, გამოსავალი ეს პლატფორმაა. თუმცა ამისკენ ნაბიჯების გადადგმას მაინცდამაინც ვერ ვხედავ.

„მთავარი დახმარება იქნება ღიაა გზები როგორც შავი ზღვისაკენ, ისე მომარაგების თვალსაზრისით, ასევე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება და ასე შემდეგ. სხვა რისი გაკეთება შეგვიძლია?", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×