ნატალია ჯვარიძე
11.08.2026

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებები 2008 წლის აგვისტოს ომზე უადგილოა. მისი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელოვანი არ აქვს როდის დაიწყო ომი. კვესელავა ასევე მიმოიხილავს 2008 წლის ომის მიმდინარეობასა და დაშვებულ სამხედრო-სტრატეგიულ შეცდომებს.

იგორ კვესელავა: შეუცდომელი არავინაა. თან ომი ისეთი რაღაცაა, რომ იქ არ შეიძლება გარკვეულწილად რაღაც შეცდომები არ გაეპაროთ. მთავარია, დანაშაული არ მოხდეს, თორემ შეცდომები ყველ ომშია.

ეს ხელმძღვანელები, ვინც არიან, ვთქვათ, სარდლები, გენერლები, პოლკის მეთაურები - ადამიანები არიან. ერთი მხრივ, მათ შეიძლება აქვთ გამოცდილება, მეორე მხრივ, შეიძლება არც აქვთ. იქ იყო ურთიერთშეცდომები, სამხედროების შეცდომები სტრატეგიაში, ტაქტიკაში. სწორედ ამაშია საქმე.

2004 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მოსკოვში გაემზავრა. ის წავიდა პირველად მოსკოვში და არა ამერიკაში. სააკაშვილი წარმოადგენდა დასავლეთის და აშშ-ის პოლიტიკოსს. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს და არც ერთ თანამედროვეს, რომ აქ ჩამოსულიყო ამერიკის პრეზიდენტი, თუმცა მან ეს შეძლო. ეს პატარა საქმე არ იყო.

როცა მოსკოვში გაემგზავრა, იქ დადგა საკითხი ოსეთთან დაკავშირებით. დაისვა საკითხი პუტინთან. ასე არ არის, რომ აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებიაო. მე ხელისუფლების გაკეთებულს ჯერჯერობით ვერ ვხედავ და სააკაშვილს ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ბევრი რამ გააკეთა გინდ პოლიტიკაში და გინდ სხვა საკითხებში.

იქ დადგა საკითხი ასე, რომ სამხრეთ ოსეთთან შესაძლებელია რუსეთის და საქართველოს დიალოგი. ანუ პრობლემის გადაწყვეტა ქართულ-ოსური ურთიერთობებთან დაკავშირებით.

რადგან სააკაშვილი მოსკოვში ჩავიდა, პუტინმა იფიქრა, რომ ახალგაზრდა კაცია, ჩვენ გვექნება ურთიერთობები და არა მტრობა. ამიტომ შესაძლებელია დიალოგით, პოლიტიკით, მოლაპარაკებებით, დიპლომატიით აი, ამ საკითხის გადაწყვეტა. შემდეგ მდგომარეობა იცვლება და საკითხი დგება უკვე არა რუსეთის საშუალებით ამის გაკეთებისა, არამედ დგება სხვანაირად, რომ დასავლეთი ერთვება ამ საკითხში.

„რ": რას ფიქრობთ ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთბრალდებებზე ომის დაწყების თაობაზე?

ი.კ.: აგვისტოს ომის დაწყების დროს არ აქვს მნიშვნელობა - 7-ში თუ დაიწყო, თუ 8-ში. ვინ დაარტყა და როგორ დაარტყეს არ არის მთავარი. თუ დაარტყეს ქართველებმა, რუსებმა მერე რა გააკეთეს? რა მოხდა მერე უკვე არა ცხინვალთან დაკავშირებით, არამედ თბილისთან? თბილისის შემოგარენები დაიბომბა და აქეთ შემოვიდა რუსი. ეს იყო მოსალოდნელი და გაკეთდა კიდევაც.

„რ": თქვენ ვრცლად ისაუბრეთ 2008 წლის ომის შეცდომებსა და მაშინდელ გეოპოლიტიკურ თამაშებზე. დღეს საქართველო როგორ პოზიციაშია გეოპოლიტიკურად? და რაში ხედავთ გამოსავალს?

ი.კ.: მე ვურჩევ ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვართ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანა და შენ თუ ევროპას კარგავ, შენს ტვირთებს ვისთან გაიტან მაშინ?

ჩვენ არ გვაქვს დიპლომატია, არა გვყავს დიპლომატები და ასეთი სუსტები ჯერ არ გვყოლია. ეს პოლიტიკა ქართულ დიპლომატიას არ გამოადგება - არც ერთ ქვეყანასთან, არც ევროპასთან, არც ამერიკასთან და არც სხვასთან.

ასე რომ, უნდა იყოს დამაჯერებელი, გათვლილი პოლიტიკა. თორე ცეცხლი აგზგიზებულია და ეს ხელისუფლება და ოპოზიციაც ნუ დაასხამს აქ კიდევ ნავთს, რადგან ეს დღევანდელ ქართულ სინამდვილეს დაღუპვამდე მიიყვანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×