რეზონანსი
11.08.2026

ადგილობრივ სახელისუფლებო რგოლებში პარტიული წარმომადგენლობების საქმიანობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

როგორც მან თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ძალიან დიდი ძალაა პარტიის სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის ის, რომ „ხალხის ძალას“ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავს ფრაქცია.

სოზარ სუბარმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები იმართება მოსახლეობასთან, როდესაც საუბარი შეეხება მათი პრობლემების გადაჭრის გზებს.

„შეხვედრები გვაქვს ხალხთან და მათ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა საკრებულოში ჩვენ გვყავს ფრაქცია და რაც ყველაზე მთავარია, თითოეულ ფრაქციაში არიან წარმოდგენილები ძალიან დაფასებული და ღირსეული ადამიანები, რომლებსაც იცნობს და პატივს სცემს ადგილობრივი მოსახლეობა. ეს ძალიან დიდი ძალაა სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის.

შეხვედრებზე ვმსჯელობთ როგორც პარტიის სამომავლო ამოცანებზე, ასევე იმაზე, თუ რა სჭირდება რეგიონს, რაში შეგვიძლია დავეხმაროთ და ამოვუდგეთ მხარში მოსახლეობას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×