
ახალ თანამდებობაზე ახლადდანიშნული მამუკა მდინარაძე ახლო მომავალში სხვა მიმართულებით გადასვლას არ გამორიცხავს. ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი ამბობს, რომ ახალ უწყებაში „მენეჯმენტის დახვეწის" შემდეგ შესაძლოა იქ გადაინაცვლოს, სადაც „უფრო მეტი გამოწვევა" იქნება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მდინარაძის თანამდებობიდან თამადებობაზე გადაყვანა ისედაც კითხვებს აჩენს, როგორც პარტიის შიდა ვითარებაზე, ისე მდინარაძის ეფექტუირ მუშაობაზე.
ივლისის ბოლოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მორიგ სამთავრობო გაადგილების შესახებ განაცხადა - გაუქმდა მანამდე სამი თვის წინ სპეციალურად შექმნილი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდა. ახალი სამინისტროს შექმნა-გაუქმებისთვის კი საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, რაც სექტებმერში დაჩქარებული წესით დაანონსდა.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავს, რომ მალე მართლაც ვიხილავთ ცვლილებას მთავრობაში, თუმცა, ეს შეიძლება მხოლოდ მდინარაძეს შეეხებოდეს.
მდინარაძის განცხადება
„დიდი სიამოვნებით შევუდგები ყველა დავალების შესრულებას, რა დავალებაც იქნება „ქართული ოცნების" გუნდის მხრიდან", - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, რომელიც მის ახალ თანამდებობას შეეხებოდა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების" პრიორიტეტია რეგიონული პოლიტიკის წარმართვა".
„ყველა უწყება, გარკვეულწილად, რეგიონულ საკითხებში უნდა იყოს ანგარიშვალდებულების ფორმატში სახელმწიფო მინისტრთან და მის აპარატთან. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კახა გულედანს, რომელმაც ააწყო ეს სამინისტრო. მისმა სწორმა მენეჯმენტმა გააჩინა კიდევ უფრო მეტი ამბიციები უფრო მაღალ რანგზე გადასვლისათვის", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
- მამუკა მდინარაძე: „არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ხანი არ გაგრძელდეს ჩემი ამ პოსტზე ყოფნა. აქაც გარკვეული საკითხების გამართვა, მენეჯმენტის დახვეწა, რელსებზე დაყენება არის ჩემი მთავარი მისია."
ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში ისევ შეიცვლის თანამდებობას.
„არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ხანი არ გაგრძელდეს ჩემი ამ პოსტზე ყოფნა. აქაც გარკვეული საკითხების გამართვა, მენეჯმენტის დახვეწა, რელსებზე დაყენება არის ჩემი მთავარი მისია. მერე, თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება, იქაც გადავინაცვლო" , - აღნიშნა მდინარაძემ.
მოსალოდნელია თუ არა ახალი სამთავრობო ცვლილებები
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიზე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ მდინარაძეს სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამას ავტომატურად სამთავრობო ცვლილებები მოჰყვება.
„თუ მამუკა მდინარაძეს, როგორც კარგ მენეჯერს, სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სხვა გადააგილებებსაც გამოიწვევს. ტურბულენტურ გარემოში ვცხოვრობთ, როგორც ქვეყანა მაღალი რისკების ქვეშ ვართ, ზეწოლა მიდის როგორც გარედან, ისე შიგნიდან და შესაბამისად, საკადრო გადაადგილებებიც ემსახურება იმას, რომ სხვადასხვა სფეროში წარმოქმნილ გამოწვევებს გამუკლავდეს პიროვნება, რომელიც არის სანდო, გააჩნია გარკვეული კომპეტენციები და თავის საქმეს კარგად აკეთებს. როგორც ჩანს, მამუკა მდინარაძე ამ ეტაპზე ასეთ კადრადაა მიჩნეული.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ამ ეტაპზე ვერ ვხედავ რაღაც ახალი სამთავრობო კარუსელის დატრიალების მიზანშეწონილობას. ძალიან ხშირი ცვლა, მინისტრების აქეთ-იქით გადაყვანა-გადმოყვანა თავად ამომრჩეველშიც არ ტოვებს დადებით შთაბეჭდილებას."
„მდინარაძემ თქვა „არ გამოვრიცხავო" და ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება. ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. არაა გამორიცხული, რომ თეორიულად წარმოიშვას რაღაც ახალი სიტუაცია და ის სხვა ამპლუაში დასჭირდეთ, თან გადაიყვანონ ისე, რომ არ იყოს ცვლილებები.
„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ რაღაც ახალი სამთავრობო კარუსელის დატრიალების მიზანშეწონილობას. ძალიან ხშირი ცვლა, მინისტრების აქეთ-იქით გადაყვანა-გადმოყვანა თავად ამომრჩეველშიც არ ტოვებს დადებით შთაბეჭდილებას. ეს მას რაღაც არასტაბილურობის განცდას უქმნის", - განაცახა ანჯაფარიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი სამთავრობო ცვლილებები ნამდვილად მოსალოდნელია.
- ნიკა ჩირაძე: „გამორიცხული არაა, მდინარაძის ისევ გადაყვანას, სხვა სამთავრობო გადაადგილებებიც მოჰყვეს."
„ჯერ გამოაცხადეს მთავრობაში, რომ ძალოვნების კოორდინაციიის საკითხებში მდინარაძის პოსტი ძალიან მნიშვნელოვანიაო და ამ დროს, 3 თვის მერე დაიშალა (ეს სტრუქტურა). არაა გამორიცხული, რომ მისი ჩამოცილება უნდოდეს უშუალოდ ივანიშვილს და ახლა მდინარაძე საზოგადოებას ამისთვის ამზადებს. რეგიონებს ისედაც ჰყავთ რწმუნებულები, გამგებლები, მერები, რომლებიც კონკრეტულ რეგიონზე პასუხს აგებენ. ის ფორმალურად რაღაც დროის განმავლობაში იქნება ამ თანამდებობაზე. მერე, შეიძლება, სახელმწიფო უწყებაში არც შეუქმნან პოსტი. ძალიან ბევრი ვიცით, ვინც წავიდა და რაღაც თანამდებობები შეუქნეს პოლიტიკის გარეთ, მარეგულირებელ კომისიაში და ა.შ.
„გამორიცხული არაა, მდინარაძის ისევ გადაყვანას, სხვა სამთავრობო გადაადგილებებიც მოჰყვეს. თუ ივანიშვილმა ისიც დააპირა, რომ კობახიძე აღარ იყოს თანამდებობაზე, მაშინ შეიძება მთავრობაც შეიცვალოს", - განაცხადა ჩიტაძემ.
რას უკავშირდება მდინარაძის ახალ-ახალ თანამდებობებზე დანიშვნა
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ მდინარაძესთან დაკავშირებული პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობაში მას ენდობიან.
„როგორც ჩანს, მას ენდობიან მთავრობაში. ნდობა აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მის პიროვნულ უნარ-ჩვევებთან ერთად. მე მას პირადად არ ვიცნობ, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რადგანაც მთავრობაში ენდობიან და იქ, სადაც იმყოფებოდა, იგივე უსაფრთხოების სამსახურში რაღაცნაირად მოახერხა ის, რომ ეს სისტემა ასე თუ ისე წესრიგში მოიყვანა (ვფიქრობ, რომ ბევრი გამოწვევები არსებობდა) და ასეც დაუფასეს.
„მიიჩნევენ, რომ მას შეუძლია ახალ მიმართულებაზე, ახალ უბანზე ასეთივე ეფექტურობით იმუშაოს. შემიძლია არაერთი მაგალითი მოგიყვანოთ ევროპული ქვეყნების, ან თუნდაც აშშ-ის მთავრობებიდან, სადაც ერთი და იგივე პიროვნება სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იმიტომ, რომ მას იცნობდნენ, როგორც კარგ და ეფექტურ მენეჯერს. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც უსაფრთხოების სპეციალისტი იყოს, მთავარია იყოს ეფექტური მენეჯერი", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ მდინარაძე არ არის კარგი მენეჯერი, შესაძლოა ადგილი ვერ მიუჩინეს და კობახიძესაც „თავისი კადრის" გაშვება არ უნდა.
„ის კარგი მენეჯერი არაა, უბრალოდ ვერ მიუჩინეს სხვა ადგილი. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული მდინარაძეზე, შეიძლება რაღაც საჯარო მარეგულირებელ კომისიაში მიუჩინონ სადმე ადგილი. შესაძლებელია კობახიძეს, ვთქვათ, თავისი კადრები უნდა", - განაცხადა ჩიტაძემ.