რეზონანსი
12.08.2026

ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი და მოდელი ლიზი მოისწრაფიშვილია. იგი ცნობილი ქართველი კინოოპერატორის ლომერ ახვლედიანის შვილიშვილია.

სოციალურ ქსელში მას მწუხარებით ემშვიდობებიან:

„რატომ გააკეთე ეს, ლიზი, შვილო...

მე და დედას ხომ თურქეთში მიგვყავდი, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა შენთვის… რატომ დაგვასწარი, შვილო? რატომ დაგვტოვე ასე მოულოდნელად…

ნანა, ჩემო მეგობარო, რა გითხრა… სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამ ტკივილს როგორმე უნდა გაუძლოთ“, - წერს ოჯახის მეგობარი ნანა სარიშვილი.

როგორც კომენტარებში წერენ, გოგონა ავად იყო და სამკურნალოდ თურქეთში აპირებდნენ წაყვანას, თუმცა ტრაგედია მანამდე დატრიალდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×