რეზონანსი
12.08.2026

აშშ სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს - ვფიქრობ, მას შევინარჩუნებთ! ჩვენს საზღვაო ბლოკადას ყველა „ფოლადის კედელს“ უწოდებს და ირანი ამის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„მათ არ ჰყავთ სამხედრო-საზღვაო ფლოტი, არ ჰყავთ სამხედრო-საჰაერო ძალები, დარჩენილი ჯარისკაცები უხელფასოდ არიან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ განადგურებული და გაქცეულია, ხოლო მათი „ხელისუფლება“, რბილად რომ ვთქვათ, გაურკვევლობაშია! ფული არ აქვთ, მათ ქვეყანას ბოლო მოეღო. ერთადერთი, რაც დარჩათ, ყალბი ამბები და 300%-იანი ინფლაციაა, რომელიც კიდევ უფრო უარესდება! ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს, ის ახლო აღმოსავლეთის მოძალადე აღარ არის. დიდება ალაჰს!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×