რეზონანსი
13.08.2026

გომის მთა­ზე გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგორც შემთხვევის ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ხრამ­ში გა­და­ვარ­დნის შე­დე­გად ბე­ლო­რუ­სი­ის ოთხი მო­ქა­ლა­ქეა დაღუპული.

ასევე დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ისინი ოზურგეთის და ჩოხატაურის კლინიკებში არიან გადაყვანილები. 

გომის მთის გზაზე სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში დაახლოებით 2 საათის წინ გადავარდა.საჭეს საქართველოს მოქალაქე მართავდა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×