რეზონანსი
13.08.2026

რუსეთის ფედერაციამ უკრაინულ მხარეს 261 დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ცხედრების გადაცემის პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ცხედრები ამ დროისთვის იდენტიფიკაციის მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული. იდენტიფიკაციის შემდეგ მათ დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცემენ.

რუსული მედია, თავის მხრივ, იუწყება, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთს 24 რუსი სამხედროს ცხედარი გადასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×