ნატალია ჯვარიძე
13.08.2026

გომის მთაზე მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევას ბელარუსის ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 17 ტურისტი დაშავდა. მოსახვევში მძღოლმა მიკროავტობუსი ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. დაშავებულები ბათუმისა და ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს, მათ შორის ორი რეანიმაციაშია.

შსს-მ გამოძიება დაიწყო. ხოლო ქართველი მძღოლი, რომელმაც მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო, უკვე დაკავებულია და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„გომის მთაზე ავარიას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც გვითხრეს, მძღოლმა მოსახვევში მიკროავტობუსი ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა, მანქანაში იყო ორი ბავშვიც, მადლობა უფალს, გადარჩნენ. მგზავრები ბელარუსი ტურისტები არიან", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი.

მანქანას ქართველი მძღოლი მართავდა, რომელმაც გადმოხტომა მოასწრო. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მძღოლი დაკავებულია, თუმცა ამ ეტაპზე იზოლატორში მისი გადაყვანა ვერ ხდება, რადგან კლინიკაშისამედიცინო პროცედურები უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები გომის მთაზე მზის ჩასვლის სანახავად მიდიოდნენ. ავარია უკან დაბრუნებისას, გვიან ღამით, გზის ერთ-ერთ რთულ და შევიწროებულ მოსახვევში მოხდა.

ადგილობრივების და თვითმხილველთა თქმით, სავარაუდო მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა (მუხრუჭის მოშლა) ან რთულ რელიეფზე მართვის დაკარგვა სახელდება, რის გამოც მძღოლმა მანქანის შეკავება ვერ შეძლო.

რელიეფის სიმცირისა და სიღრმის გამო, სამშველო ღონისძიება რთულ პირობებში, ღამის საათებში მიმდინარეობდა. მაშველებს ხევში ჩასვლა და დაშავებულების საკაცით ამოყვანა დასჭირდათ.

შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მძღოლი დაკავებულია, თუმცა ამ ეტაპზე იზოლატორში მისი გადაყვანა ვერ ხდება, რადგან კლინიკაშისამედიცინო პროცედურები უტარდება.

დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოინახულა.

მინისტრი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულებაში გაეცნო.

ბათუმის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, გიორგი კიკაბიძე ამბობს, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„ხუთი არის მოზრდილი, ექვსი არის ბავშვი. ამ ექვსი ბავშვიდან ერთის მდგომარეობა მძიმე იყო, აღენიშნება ეპიდურული სისხლჩაქცევა თავის ტვინში და ამიტომ მოთავსებულ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დინამიკაში მიმდინარეობს დაკვირვება, ოპერაციული ჩარევა არ დასჭირებია. ხუთი მოზრდილიდან ერთი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა მისი. დღეს დილისთვის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრების დარღვევა არ აქვთ", - აცხადებს კიკაბიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×