რეზონანსი
13.08.2026

თურქეთის მუღლის პროვინციის სანაპიროსთან ტურისტულ ნავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც 115 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტურისტულ ნავს, რომელზეც 115 ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი მუღლის პროვინციის ქალაქ ფეთჰიეს სანაპიროსთან გაუჩნდა.

ხანძარმა ნავი მთლიანად მოიცვა, რის გამოც, ადამიანები, მათ შორის ბავშვები, იძულებულები გახდნენ, რომ სამაშველო ჟილეტებით წყალში გადამხტარიყვნენ.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და თურქეთის სანაპირო დაცვამ ნავზე მყოფი ყველა ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

ნავზე ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×