
ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობპროდუქტების საზღვაო ექსპორტი 55%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters წყაროებზე და საკუთარ გამოთვლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ივლისში გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი 54.7%-ით შემცირდა - 3.93 მილიონ ტონამდე. საშუალო დღიური მაჩვენებლებით, ივნისთან შედარებით, გადაზიდვები 33.3%-ით შემცირდა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა რიგი მსხვილი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბეს. ზარალმა ქარხნები აიძულა, დაუგეგმავი რემონტი დაეწყოთ, რამაც შეამცირა ნავთობის გადამუშავება, საწვავის წარმოება და ექსპორტი.
ყველაზე მეტად გადაზიდვები მურმანსკისა და არხანგელსკის პორტებით შემცირდა - 85.4%-ით ივნისთან შედარებით, 44 ათას ტონამდე.
შავი და აზოვის ზღვების პორტებით რუსეთმა 1.25 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტირება მოახდინა, რაც 49%-ით ნაკლებია ივნისთან შედარებით.
პრიმორსკის, ვისოცკის, სანქტ-პეტერბურგისა და ესტ-ლუგას ბალტიის პორტებით ექსპორტი 16%-ით შემცირდა - 1.974 მილიონ ტონამდე. შორეული აღმოსავლეთის პორტებით ექსპორტი ასევე 16%-ით შემცირდა - 664 ათას ტონამდე.