რეზონანსი
14.08.2026

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. სინოპტიკოსების თქმით, მხოლოდ 20 აგვისტოდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

„დღეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს და დასავლეთს საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 25-30 გრადუსი.

თბილისშიც უახლოესი სამი დღის განმავლობაში წვიმიან ამინდს ველოდებით. აქ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს“, - განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×