რეზონანსი
14.08.2026

რუსეთი საექსპორტო ხორბალზე გადასახადს 121%-ით ზრდის. რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი გადასახადი ძალაში 2026 წლის 19 აგვისტოდან შევა. „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ განმარტებით, 18 აგვისტომდე ხორბალზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 326.6 რუბლი იქნება, ხოლო 19 აგვისტოდან 721.1 რუბლამდე გაიზრდება.

„საქსტატის“ მიხედვით, 2026 წლის 6 თვეში, საქართველოში ჯამში 174 880 ტონა, 45.286 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი და მესლინი შემოვიდა, საიდანაც 92% რუსეთზე მოდიოდა. მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 160 614 ტონა, 41.842 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტი შეიძინა.

რაც შეეხება ხორბლის დანარჩენ საიმპორტო ქვეყნებს, მიმდინარე წლის 6 თვეში მონაცემები ასეთია: ყაზახეთი - 7 838 ტონა (1.845 მლნ აშშ დოლარი); არაბთა გაერთიანებული საამიროები - 6 399 ტონა (1.577 მლნ აშშ დოლარი); ბელარუსი - 21.6 ტონა (16.6 ათასი აშშ დოლარი); თურქეთი - 5.5 ტონა (3.6 ათასი აშშ დოლარი).

ოფიციალური სტატისტიკით, 2026 წლის 6 თვეში რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის საშუალო ფასი 1 ტონა დაახლოებით 261 აშშ დოლარი იყო. ახალი ტარიფის ამოქმედების შემდეგ კი, ერთი ტონის ღირებულება შესაძლოა, საშუალოდ 267 დოლარამდე გაიზარდოს.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 6 თვეში საქართველომ რუსეთიდან 117 909 ტონა, 32.245 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტი შეიძინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×