რეზონანსი
15.08.2026

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ოჯახში სიახლეა - მისი უმცროსი ქალიშვილი, ანა ჟვანია ცოტა ხნის წინ დაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ დაწერა. როგორც გაირკვა, ანა ჟვანიას რჩეული სპორტსმენი ხვიჩა ჯახაიაა. იგი დაიბადა 1996 წლის 16 სექტემბერს, არის ქართველი წყალბურთელი, რომელიც თამაშობს მცველის პოზიციაზე. იგი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. 

ოფიციალური ინფორმაციით, ხვიჩა ჯახაია წლების განმავლობაში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას, რის შემდეგაც კარიერა მოსკოვის „დინამოში“ გააგრძელა. იგი საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. ნაკრებთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო 2018 წლის ევროპის წყალბურთის ჩემპიონატში, ასევე მსოფლიო ჩემპიონატებსა და სხვა საერთაშორისო ტურნირებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×