რეზონანსი
17.08.2026

ავარიის შედეგად დაღუპულ დავით კაკულიას ემშვიდობებიან. არსებული ინფორმაციით, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელმაც მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო.

„ჩემი დათო, მოსაფერებლადაც არ გვყავხარ...“

„ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის, როგორ გამწარდა ოჯახი გამისკდა გული. ვაიმე შენს დედას, რატომ უფალო...

დათუჩა ჩემო სასწაულო, რატომ წახვედი ასე უდროოდ“, - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×