რეზონანსი
17.08.2026

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ვითომ ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ, სინამდვილეში არის ორმაგი სტანდარტი. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს მომღერალ გიორგი უშიკიშვილის განცხადებაზე, რომ თითქოს ის თავის სასტუმროში რუს ტურისტებს არ იღებს, თუმცა „ქრონიკის“ ჟურნალისტური ექსპერიმენტით საპირისპირო დადასტურდა, კახა კალაძის თქმით, ეს არის  ფარისევლობა.   

„ჩვეულებრივი ფარისევლები არიან ყველა, ვინც ვითომ ანტირუსული განცხადებებით შემოიფარგლებიან. გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი. დავკარგეთ ტერიტორიები, გმირი ჯარისაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა ინფრასტრუქტურა. ამაზე მძიმე რა უნდა იყოს? ხომ გახსოვთ ამის შემდეგ რა ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ. პირდაპირ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხვდებოდნენ რუსებს, ია-ვარდებით ხელში მოუწოდებდნენ ქვეყანაში შემოსვლაზე. სწორედ მაშინ ხდებოდა ბიზნესების გასხვისვება რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე. 

იმ დროს თავიანთი გარე პატრონები ავალებდნენ, რომ ამ ტიპის ნაბიჯები გადაედგათ. დღეს გარე პატრონების დავალება არის შეცვლილი და შესაბამისად, სხვა ტიპის მესიჯებს ავრცელებენ. ეს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია და ყველა თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×