რეზონანსი
17.08.2026

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივისთვის კარი არ მიუხურავს, თუმცა ბლოკში გაწევრიანება მის პრიორიტეტებს შორის აღარ არის, - ინფორმაციას სააგენტო dpa ავრცელებს.

„ევროკავშირი ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის“, - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, ევროკავშირი წაგებული იქნება, თუ ის თურქეთის უარყოფას გააგრძელებს.

dpa წერს, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია 1999 წლიდან. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, მაგრამ ამჟამად შეჩერებულია ქვეყნის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების უკუსვლის გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×