რეზონანსი
17.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი უნდა დანებდეს. „მათ დანებების თეთრი დროშა უნდა აღმართონ“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვადა დღეს იწურება, ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობისთვის და ირანის მიერ მისი მთავარი მოთხოვნის შესრულებისთვის დრო ჯერ კიდევ არსებობს.

„ნომერ პირველი მიზანი არის და ყოველთვის იქნება, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი რაიმე ფორმით“, - დაწერა მან Truth Social-ში.

ამასთან, ტრამპის თქმით, ისრაელმა არ უნდა განახორციელოს დარტყმები ღაზაში, რადგან გრძელდება ძალისხმევა გეგმის შემდეგი ფაზის წინსვლისთვის, რომელიც „ჰამასის“ განიარაღებას მოიცავს.

„ჩვენ გვაქვს ურთიერთობა „ჰამასთან“. ისინი იარაღს თმობენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×