რეზონანსი
18.08.2026

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან.

მხარეებმა შეხვედრაზე უწყების კომპეტენციაში შემავალ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მუშაობის სპეციფიკაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა მინისტრის მოადგილეს ნაყოფიერი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა დაადასტურა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სოფიო იმერლიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×