
ქართულ სოციალურ ქსელში მორიგი ხმაურიანი დაპირისპირება აგორდა. ამჯერად ყურადღების ცენტრში მეღვინე ეკა ჭვრიტიძე და ცნობილი ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი მოექცნენ. ჭვრიტიძემ ვიდეომიმართვა გავრცელა, სადაც 2021 წელს, ახმეტაში, უშიკიშვილის სასტუმროში მომხდარი ამბავი დეტალურად გაიხსენა და მასპინძელი უხეშ დამოკიდებულებასა და არაკორექტულ ქცევაში დაადანაშაულა. როგორც ეკა ჭვრიტიძე ვიდეო-მიმართვაში აღნიშნავს, მან ეს ისტორია საზოგადოებას სიმართლის გასაგებად გაუზიარა.
ეკა ჭვრიტიძე:
„გამარჯობა, ახლა უნდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, ამბავი, რომელიც 2021 წელს გიორგი უშიკიშვილის სასტუმროში გადაგვხდა მე და ჩემს ორ მეგობარს. ღამე გავათენეთ კვეტერაზე და მეორე დღეს რომ ჩამოვედით ახმეტაში, ახალი გახსნილი ჰქონდა გიორგის ეს სასტუმრო და მე ვუთხარი ამ ჩემს მეგობრებს, წამოდი, წავიდეთ-მეთქი, თან ვნახოთ, რა გააკეთა და გვერდში დავუდგეთ-მეთქი. მივედით, შევედით და დაგვხვდა იქ გიორგი. არ მინდოდა ამის მოყოლა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მოვყვე იმიტომ, რომ ღირსია სიმართლე გავაგებინო ხალხს, რადგან ენას არ აჩუმებს და უტიფრად იქცევა, მეც ამიტომ გადავწყვიტე ამ ამბის თქვენამდე მოტანა, ყველამ იცოდეს, ვინ ვინ არის.
მივედით, შევედით, დაგვათვალიერებინა, ყველაფერი მოგვეწონა. გვშიოდა, რესტორანში დავსხედით, შევუკეთეთ ყველაფერი, გიორგიც იქ დაგვიჯდა და მეუბნება ასეთ რაღაცას, იცი, მეც ვაწარმოებო ღვინოსო. ვა, რა მაგარია მეთქი, გილოცავ. უცებ ძალიან უხეშად დაელაპარაკა მიმტან ბიჭს, თითქოს მონა ყოფილიყო. ძალიან არ მესიამოვნა, საჭმელი აღარ მინდოდა. ლუდს მივირთმევდით, ზაფხულის ცხელი დღე იყო.
მოიტანა ეს ბოთლები, რამდენიმე დაგვიდგა. სასტუმროს დიზაინი მართლა მოგვეწონა და აღფრთოვანებულები ვართ. ვსხედვართ, ვსაუბრობთ აუზის გვერდით და ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ჰყვება, თავის თანაქალაქელებზე, ახმეტელებზე რაღაცას, გავიმეორებ, ძალიან ცუდად მოიხსენიებდა. ამბობდა, რომ აღარ უშვებდა თავის აუზში საცურაოდ, ფულის გადახდის შემთხვევაშიც კი. იმ მომენტში არაფერი ვუთხარით, სტუმრად ვიყავით და ჩვენთვის პირადად შეურაცხყოფა არ მოუყენებია, მაგრამ ძალიან ჩამრჩა გულში, მეც და ჩემს მეგობრებს, ორ გოგოს, თუშებს.
გავიდა ერთი-ორი თვე და ინტერნეტის საშუალებით გავიგე, რომ ლელა თათარაიძე აკეთებდა მაგასთან კონცერტს. იმ დროს, მე და ის გოგოები, ჩემი მეგობრები, თარგოხში ვიყავით, ჩემთან. ვუთხარი, ლელა თათარაიძეს კონცერტი უნდა ჰქონდეს-მეთქი უშიკიშვილთან და იმედია, ლელასაც ისე არ მოექცევა, როგორც ჩვენ წინაშე მოიქცა-მეთქი. ჰოდა, დამავიწყდა, რა გააკეთა, ჩვენი იქ ყოფნისას ეს ბოთლები ხომ ჩამოგვიმწკრივა და მერე ცოტა ხანში ეძახის ამ ბიჭს, მოდიო და წააღებინა ეს ბოთლები. დავიშოკე, როგორ შეიძლება, ღვინის მწარმოებელი, ღვინის მწარმოებელს ბოთლებს დაანახებს და არ გაასინჯებს.
ახლა თავის პოსტზე, ვიღაც თავისნაირი კაცი უწერს ჩემზე, ის ლოთი გოგო რატომ გააბრაზეო და ეს ეუბნება, რომ ღვინო არ დავალევინე და გამწარებულიაო. რად მინდა მაგის ღვინო, 120 000 ბოთლს ვაწარმოებ ყოველ წელს, თან პრემიუმ კლასის ღვინოს. ამას არავინ არ გააკეთებდა, ნორმალური ადამიანი. „მოჟოშკა“, ფულის ღორი, წუწკი, ხელმომჭირნე, საზიზღარი ადამიანი. იმ საღამოს, ლელაზე რომ გავიგე, ავიღე ტელეფონი, დავრეკე, მოვითხოვე გიორგი. მიპასუხა - გამარჯობა, ეკა ვარ-მეთქი, შენთან ლელა თათარაიძეს აქვს საღამო და იმედია, მაგასაც ისე არ მოექცევი-მეთქი, იმიტომ, რომ ლელა-ლელაა და იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს. შენა ხარ მეთქი - ტუუ, შეურაცხყოფა მივაყენე. შენ კიდე ხარ თავხედიო. აი, ეს მოხდა.
სანამ ანწუხელიძის სახელს ახსენებ, პირი გამოირეცხე მაგ შენი „ჭყლაპურტა“ ღვინით და მერე ახსენე ნორმალური ვაჟკაცები და კარგი ადამიანები და შენ თუ მართლა გგონია, რომ მე ღვინო არ დამალევინე და მაგიტომ ვარ გამწარებული, იცი, რატომ ვარ გამწარებული? შენი ხორხის უკან, არა ადამიანი და არაკაცი იმალება. გეუბნები, არა ადამიანი ხარ და ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ეს ისტორია მაინც იყოს. აი, ეს არის გიორგი უშიკიშვილი - აფერისტი, წუწკი და არ არის ნამდვილი ქართველი“.
აღნიშნულ ბრალდებებსა და ვიდეო-მიმართვას გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურა. ლოტბარი ჭვრიტიძის ნათქვამს უარყოფს და აცხადებს, რომ სტუმარი თავად იქცეოდა არადეკვატურად.
გიორგი უშიკიშვილი:
„მორიგი სიბინძურე გამოაგდეს, რა გაბრაზებულები არიან. მოკლედ, ეს ქალბატონი ჰყვება რაღაცებს ჩემზე და ცოტა რომ მაინც მიცნობდეს, ამდენ სისულელეს არ მოიფიქრებდა. თან ჰყვება მინიმუმ 5 წლის ამბავს და ახლა გაახსენდა. ჯერ ხომ არანაირი მტკიცებულება არ აქვს იმისა, რასაც საუბრობს. მთვრალი მოვიდა, იგინებოდა და ტალახიან ფეხებს ალაგებდა მაგიდაზე. არ მიკადრია, რამე დამეწერა აქამდე, მთელმა „სტაფმა“ იცის ეს ყველაფერი. ასევე შემდეგ რეკავდა და გვაგინებდა ნასვამი.
გინების მიზეზი იყო, რომ როგორ არ დავალევინეთ ღვინო. ჩემს პირად ნომერზე რეკავდა და მაგინებდა. ასევე დღეს მომწერა პირადი შეტყობინება და მაგინებს, ან ნეტა, რა დაამახოვრდა, ჩემთან სტუმრობის დროს ისეთი მთვრალი იყო. არ უნდა იკადრო ადამიანმა უკადრებელი, შესაბამისად მიიღებ საკადრის პასუხს“.
წყარო: „Ambebi.ge“