რეზონანსი
18.08.2026

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედას სოფო ბიბილაშვილს მიმართავს და საკუთარი შვილის დაკარგვის ისტორიას იხსენებს.

"როცა ლუკა დაიკარგა, სახლიდან წავიდა, საშინლად წვიმდა. ქარი ამივარდა. შუქი ჩაქრა. სოფლის სახლში ვიყავით თელეთში. 10 წუთიც არ იყო გასული კარის გაჯახუნებიდან, მეორე სართულზე ავედი და რომ ვერ ვნახე, მაშინვე დავრეკე პატრულში...

იმ წამიდან, ჩემს დანახვაზე პოლიციის ყველა განყოფილებაში გულყრა ემართებიდათ... ვეძებდით ყველგან... ზარები ფიქსირდებოდა (ბედად მობილური თან ჰქინდა ). იყო ლოკაცია - ზუგდუდი, ფოთი.

ცხონებულმა ზურა მიქაძემ მთელი დასავლეთის პოლიცია ფეხზე დააყენა. გავრბოდით ყველგან, საიდანაც გვირეკავდნენ, რომ ნახეს. მალთაყვის სასტუმრომ აქ კუნძულზე გაათენა. გადაგდებული სავარძელი გვთხოვაო. ვიცოდით, რომ ცოცხალი იყო და ვეძებდით. გამოვტივებ, როგორ შემოგვტენა პოლიციამ ვიღაცის გვამი - დიღმის მასივის მორგში და შვილი მკვდრად გამისაღა.. და იუსტიციაში მკვდრად გამოაცხადეს...

ერთი თვის თავზე ზარი შემოვიდა ჩემს მობილურზე - "დე აქ ვარ და წამიყვანე"... არ ვიცი რატომ მჯერა, მაგრამ შენი გურიკა ცოცხალია სოფო..." - წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×