რეზონანსი
18.08.2026

მარტში შექმნილი ოპოზიციური ალიანსი აგვისტოში უკვე იშლება. "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი ხანია ღიად ამბობენ, რომ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები მათთვის საინტერესო აღარ არის. სააკაშვილის პარტიას თავიანთ რიგებში ვერც გაერთიანების სხვა წევრები ვერ ხედავენ.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ პარტიას გაერთიანება არ დაუტოვებია.

"ნაციონალურ მოძრაობას" არ დაუტოვებია არავითარი ალიანსი. ალიანსი ფუნქციონირებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, თენგიზ თევზაძე კი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ამ ეტაპისთვის, ალიანსის ნაწილი არ არის.

"პაუზა არის აღებული იმიტომ, რომ ალიანსის მუშაობაში არის პრობლემა. ალიანსი თუ ქმედითად გააგრძელებს მუშაობას საზოგადოება და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები ამას გაიგებენ. თუ რაიმე გვექნება დაგეგმილი, ამის შესახებ საზოგადოებას მოვახსენებთ.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", უნდა ჰკითხოთ "ნაციონალურ მოძრაობს, რადგან ის ამ მომენტში არ არის ალიანსის ნაწილი", - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×