რეზონანსი
18.08.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქაზემ ღარიბაბადი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტის ფოტოს გამოქვეყნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ტრამპი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მცდარ შეხედულებას არ შეიცვლის, ამას ირანი გააკეთებს.

„როგორც ტრამპმა სწორად დაწერა მარადიული სპარსეთის ყურის სახელწოდება, მალე ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მისი ბოდვა ან გასწორდება, ან ჩვენ გავასწორებთ ამ თავგზააბნეული კაცის ბოდვას“, - წერს ღარიბაბადი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის რუკის ფოტო სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა.

ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს თან შემდეგი წარწერა ახლავს: „აშშ-ის ახალი ტერიტორია“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადების შესახებ ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე განცხადება გააკეთა. გუშინ, ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერიტორიად გამოცხადება „შესანიშნავი იდეაა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×