რეზონანსი
18.08.2026

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის "წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

"საქართველოს მოქალაქეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი "პარაფერინი" (240 კაფსულა) სამგზავრო ჩანთებში ჰქონდა განთავსებული.

შემდგომი რეაგირების მიზნით საქმე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×